კომაროვის მე-7 მეორე კლასის მოსწავლეების პროექტი - “ნეტა მართლა თუ ეყურება ხეს კაცისა?“

კომაროვის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: "ია", "მთის წყარო", "ხმელი წიფელი", "კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა". ვაჟასთვის ბუნება ამეტყველებული სამყაროა, მის შემოქმედებაში მცენარეები ისევე ფიქრობენ, განიცდიან, გრძნობენ და მეტყველებენ, როგორც ადამიანები. ჩვენ ადამიანებმა მხოლოდ მოჭრა, განადგურება, ჩეხვა და სამწუხაროდ, დაუნდობლობა ვიცით. არ ვფიქრობთ, რომ მათაც უნდათ სიცოცხლე, არსებობა "...რა დაგიშავე ადამიანო"… ამბობს შვლის ნუკრი. სწორედ ადამიანის ზნედაცემულობის გამო აამეტყველა ვაჟამ ბუნება.

ამ ნაწარმოებების შესწავლის შემდეგ კომაროვის მე-7 მეორე კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გაელამაზებინათ სკოლის ეზო. თავად შეიძინეს ხეხილის ნერგები და 26 მარტს დამრიგებლის, ლია გოგოხიასა და მოსწავლეთა მშობლების: ეთერ ბიკაშვილის, ლელა გელაშვილისა და ჯამბულ ძინძიბაძის დახმარებით სკოლის მიმდებარე ტერიტორია შეავსეს ხეხილის ხეებით, ასევე, სკოლის წინ  სკვერში ყვავილები ჩარგეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში სკოლის მრავალმა სხვა თანამშრომელმაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეები წლის განმავლობაში დააკვირდებიან მათი ზრდის  პროცესსა და სეზონურ ცვლილებებს. გარდა იმისა, რომ დაიჩრდილება და გალამაზდება სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მოსწავლე უფრო მეტად შეიყვარებს და გაუფრთხილდება თავისი ხელით დარგულ პატარა ნერგს და დაელოდება ნაყოფს. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომისმოყვარეობის  განვითარებასა  და ბუნებისადმი  ზრუნვას.


ზემოთ